რესურსები

ბუნებრივი რესურსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წვიმის ტყეები

ოკეანე
ბუნებრივი რესურსები — ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები, რომლებსაც იყენებენ საწარმოო ძალთა განვითარების მოცემულ ეტაპზე ადამიანთა საზოგადოების მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ბუნებრივი რესურსების ძირითადი სახეობებია: წიაღისეულიკლიმატურიწყლისნიადაგისმცენარეულიფაუნისტური რესურსები. XX საუკუნის 2 ნახევრიდან მათ მიემატა ატომური პლანეტურ-კოსმოსური რესურსებიც: როგორც ბირთვული, გეოთერმული, ზღვის მიმოქცევისა და სხვა ენერგიის წყაროები. კაცობრიობის ისტორია მოწმობს, რომ საწარმოო ძალთა განვითარების კვალდაკვალ ხდებოდა ბუნებრივი რესურსების სახეობათა განუხრელი ზრდა. იზრდებოდა არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ თითოეულის მოხმარების წილიც და საზოგადოების სარგებლიანობაც.
XIX საუკუნეში ძრავების გავრცელებამ, რომლებიც სითბურ ენერგიას მექანიკურ და ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის, გამოიწვია წიაღისეული რესურსების მოხმარების არნახული ზრდა. ჩვენს ეპოქაში ბირთვული ენერგეტიკული, რაკეტული ტექნოლოგიური, რადიოელექტრონიკის სწრაფმა განვითარებამ ბუნებრივი რესურსების უმნიშვნელოვანეს სახეობად აქცია რადიოაქტიური, ლითონური და არალითონური ელემენტები (ურანიგერმანიუმისილიციუმი და სხვა). ტექნიკური პროგრესი ზოგჯერ თიშავს კიდეც ამა თუ იმ ბუნების ელემენტს ბუნებრივი რესურსების შემადგენლობიდან, მაგალითად, მცირე საბადოებმა, წყლის ნაკადებმა, მიწის პატარა სავარგულებმა და ა.შ. თანამედროვე ტექნიკურ პირობებში დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა.

No comments:

Post a Comment