1. სოროს ივსებს სოკოებით,
მარაგი აქვს პანტის,
პაწაწინა და ჩხვლეტია
ტყე-ტყე მარდად დარბის...
თუ შეშინდა დამრგვალდება,
თქვი, ვინ არის? ......
3. სულ არაფრად
არ მიაჩნდა
მაღლა ცა
და დაბლა მიწა,
ყვინჩილობდა, ყოყოჩობდა
ყოყლოჩინა .....
5. ჭაობების ბინადარი
ყიყინა და ამაყი,
იბერება, თვალებს კარკლავს,
თქვი, ვინ არის? .....
7. ერთ პატარა თაგუნას
თავზე ქოლგა ახურავს,
სულ ღამ-ღამე დაფრინავს
თქვი, რა ჰქვია? .....
9. ერთი ციცქნა მწერია,
მწვანე როგორც მხალია,
მაღლა-მაღლა დახტუნავს
ეწოდება .....
11. ცხენს ფლოქვებზე აჭედებენ
გზაზე რჩება მისგან კვალი,
რკინა არის მოგრეხილი,
ალბათ მიხვდი, ჰქვია .....
13. ასი ქილა მასხია,
შიგნით თაფლი ასხია,
ტოტი მიცავს ასკბილი,
თქვი რა მქვია? ....
15. ძველი იარაღია
მშვილდი მოქნილ ხის არი,
რასაც სტყორცნის შორს მიდის
ეწოდება .....
17. გაზაფხულზე ვიყვავილებ,
თეთრ ყვავილებს გავშლი,
მერე ლოყაწითელა
გავიზრდები .....
19. ფრიადები სკოლიდან
გიას, თამროს, ციურის,
რითი მოაქვთ ხომ იცი?
თქვი, რა ჰქვია? .....
21. ტყემლის ბიძაშვილი ვარ
ხეზე მარხევს ნიავი,
ტკბილი ვარ
და ლურჯი ვარ,
თქვით, ვინა ვარ! .....
23. თოვლისაგან გავაკეთე,
რა ახურავს თავზე? – ტაფა!
ცხვირი კურდღელს მოუპარავს,
თქვით, რა არის? .....
25. ქვაბში მოვიხარშები
არ მჭირდება ტაფა,
ვარ უგემრიელესი
წიწიბურას .....
27. ვინც ხელს იბანს
წყალთან ერთად
უნდა ამაქაფოს,
მიკრობები დაგესევა,
თუ არ ხმარობ .....
29. ვინც მიწის ქვეშ გაიზარდა,
მე იმათი ვარ დობილი,
ხან ჩიფსი ვარ, ხან პიურე,
ხან შემწვარი .....
31. მწვანე ვარ და გასაზრდელად
წყალი მინდა ბევრი ლიტრი,
მე სალათის მშვენება ვარ
და სახელად მქვია .....
33. თეთრი სასუსნავი ვარ,
გემოთიც მოსაწონი,
რძისგან შენადედები,
ვინ ვყოფილვარ? .....
35. რძის ნაწარმი მეცა ვარ,
ენერგიის მარაგი,
პურს წაუსვით, მიირთვით
გემრიელი .....
37. დაზამთრდა და ქალაქს თავზე
თეთრი ქუდი ებურა...
მიგვატოვეს ჩიტუნებმა
მარტის თვემდე ეულად...
მხოლოდ ერთი არ გვღალატობს,
დაგვჭიკჭიკებს ერთგულად,
პაწაწინა, მობუზული,
თქვი, ვინ არის? .....
39. ააცეკვა ლამაზად
ავთანდილი და ირა,
ცხრილის რკალა,
ძროფაშვა,
რომ გახურდა .....
40. ისე გემრიელი ვარ,
მოგადგებათ ნერწყვი,
მაკრავს თეთრი ნაჭუჭი,
ვინ ვყოფილვარ? .....
42. ზაფხულშივე შეჭამეთ,
არვინ გამოაზამთროს,
დიდი მწვანე ბურთია,
ეძახიან .....
44. მე კი
გვიან ვმწიფდები,
როცა მოდის ზამთარი,
მშვენის ქურქი ყვითელი,
მეძახიან .....
46. ენერგიის შეევსება
არ გეგონოთ ადვილი,
დროზე უნდა მივირთვათ
გემრიელი .....
48. გამარჯვების საიდუმლო
რომ გავხადოთ გასაგები,
ჯადოსნური სკივრისათვის,
გვინდა ოქროს .....
50. კაცის ხელში აყვანილი
გაბერილი მუდამ ტირის,
პატრონი ბანს ეუბნება
თქვი, რა ჰქვია? .....
52. პიტალო კლდეზე ბინადრობს,
არ ეშინია ქარ-წვიმის,
ფრინველთა მეფედ ითვლება
თვალებბრიალა .....
54. ფიცრის ათი ნაჭერი
გარანდე და დაჭერი,
გაუკეთე მურას სახლს
იატაკი .. .....
56. ზის მოთმენით მდინარესთან.
გული აქვს და ო, რა გული
ამიტომაც ხშირად ხვდება
იმის ანკესს .....
58. თავზე ხე ადგას ისეთი,
არწივს სატახტოდ მოუნდა,
თურმე ზედ ქორიც ბუდობდა,
მისთვის შეარქვეს .....
60. ისიც მყისვე იმეორებს,
თუ რა უჩურჩულე ყურში,
ჭრელა-ჭრულა ფრინველია,
მრგვალნისკარტა .....
62. ხელის გულს თუ უჩვენებ,
ცოტაღა დაფიქრდი,
ცივ ზამთარში ზემოდან,
რა გეცემა? .....
64. შინდის ხისგან გათლილი
წელში ორად გაკეცეს,
სულ კეცებთან ტრიალებს,
თქვი, რა ჰქვია? .....
66. ბალახებში იმალება,
ჭია არის გრძელი,
შხამიანი ქვემძრომია,
რა ყოფილა? .....
68. არ ასუფთავებს,
ანაგვიანებს,
ან სულ არ მოდის,
ან .....
70. საბანი და ბანი,
ბანი და საბანი,
თხუპნიას აქვს ხელი
საპნით .....
72. ზარმაცისთვის
აბეზარი,
დილით ადრე
რეკავს .....
74. იმდენია
ჭანჭური,
ვერ ჩაიტევს
ცხრა .....
76. თუ საჩუქრად
ხბოს ელი,
ავაშენოთ .....
78. მხეცებს შორის შეწყდეს ომი,
ღრიალებდა მეფე .....
80. ჩაბალახივით არა აქვს კუდი,
თავზე ახურავთ და ჰქვია .....
82. ქართველ კაცზე უკეთ, ალბათ,
არვინ იცის მისი ფასი,
ნაყოფს ყურძენს ეძახიან,
მცენარეს კი ჰქვია .....
|
2. ზამთრის ძილი უყვარს ძლიერ
და მაისის ტკბილი თაფლი,
არავისი ეშინია, თუ გვერდით ყავს
დედა - დათვი,
ბუთხუზა და საყვარელი
თქვი, ვინ არის? დათვის .....
4. კატა თუ ვერ ერევა,
ხაფანგი გაგვითანგავს,
ნათესავი თაგვისა,
ცოტა რამით ვირსაც ჰგავს
და ამიტომ ვეძახით
ამ კუდიანს .....
6. ჩვენთან ზოოპარკში ნახავთ,
მუდამ ტყისკენ ისწრაფვის,
უწყინარი ცხოველია,
გრძელკისერა .....
8. ჭურჭელია პატარა,
მთაში წყალი ატარა,
ლაშქრობაში წავიღეთ,
ეწოდება .....
10. ცხენი არის, ოღონდაც
ციცქნა ზომა-წონის,
ბავშვებს რომ ასეირნებს,
ეწოდება .....
12. ერთ თეთრკაბიან პრინცესას,
გამოღვიძება ეძნელა...
თოვლის ქვეშ მყუდროდ ეძინა,
სახელად ჰქვია .....
14. თურმე უყვარს ძეწნას წყალი
და ვერ მივხვდი მე საწყალი
ასე როგორ გახმებოდა,
რომ ყოველდღე მესხა .....
16. მისგან შევკარი აკვანი -
კაცთაგან დასაფიცარი,
ოდაში თავზე მახურავს,
ფეხქვეშ მიგია .....
18. მომღერალი ჩიტი მყავს,
დღე გალობით გალია,
გარეთ ხომ არ გავაგდებ,
გავუკეთე .....
20. ჩემს ჯარგვალს აივანი აქვს
შემკული მოაჯირითა,
აივნის კართან თამაზიმ
ცხენჯოხა .....
22. მზის სხივივით
ხტუნვა-ხტუნვით
მოვიარე მე ვარციხე,
ნაციხართან მითხრა ჰესმა:
- ახალ ქართლის მე ვარ .....
24. არ იჯავრო, მებადურო,
ზღვაზე თუა ნიავქარი,
უნიჩბოდ და უმოტოროდ
ნავს წაიყვანს .....
26. კედელთან ატუზულა,
მინები აქვს კარადა,
სიბრძნით უბესავსეა,
ჩემი წიგნის .....
28. მხარზე თოფი
არ მკიდია,
ცერზე მიმინო არ მაზის,
და მაინც ჩავინადირე
მცხეთაში ხევი .....
30. მიწაზეა გართხმული და
მწვანეა, ხავერდის მსგავსი,
ბალახი არ არის, ხშირად
ხეზეც ნახავ ჰქვია .....
32. ტანი და გრძელი ნისკარტი,
ფეხებად ორი ღერო,
ხის კენწეროზე აქვს ბუდე,
რა ფრინველია? .....
34. ყველა მისით ვარსებობთ,
ვერ წავავლე მე ხელი,
ჩვენს ფილტვებშიც ნავარდობს,
რა ყოფილა? .....
36. მინდორ ველზე დახტის,
ყანებზე აქვს თვალია,
მწვანე ფერის მწერია,
და მას ჰქვია .....
38. აი, ნახე, ვარია,
მუჭანახევარია,
კვერცხი დადო, კვერცხუნა...
ვის ეზოშიც შესულა,
მისი შიშით ღობეში
ზღარბმაც კი ვერ შესუნა.
ძირს რომ დაიჭახჭახებს,
ცაში აფრთხობს ძერასა,
მელას თვალი დათხარა,
წუწკს და გაიძვერასა,
ტანპატარა, ნაცარა,
ახლა მაინც იცანი,
კლანჭი უგავს ციცასა
მიტომ ქვია .....
41. ყინვისაგან როცა წვეთებს
ეყინება ბოლოები,
საწვეთურებს რა ჰკიდია?
გამჭვირვალე .....
43. სიმღერით გადავიარე
ლამაზი გუდამაყარი
მაყრიონს ჩამორჩენილი
ეგდო ვით .... ......
45. სიცოცხლეში
ერთხელ მღერის,
ასეთია მისი ბედი,
ტბის ნაპირას ჩუმად ცხოვრობს
უწყინარი, თეთრი .....
47. თოვლს ამოვუსწარ
ყელგრძელამ,
სახელად მქვია
.....
49. კაცის კუჭის წამალი,
მელის კუჭის წამალი,
მიდი-მოდის ამალით
ყოყლოჩინა .....
51. ხმაბულბულა
შავოსანი,
ჭახჭახებს მზის ამოსვლამდე,
ცხოვრობს შამბში, ჰქვია .....
53. ღამით ცაზე დასეირნობს,
გაანათა არე მარე,
მეგობრებიც ბლომადა ჰყავს,
შენც მიხვდები არის .....
55. ზღვაში ცურავს, ცხოველია,
დიდზე დიდი, - როგორც გემი,
მისი ქონი წამალია,
სახელი აქვს მას .....
57. როცა თოვს, ციდან რა ცვივა?
არ უნდა ბევრი ფიქრი,
ბამბის პატარა ფთილას ჰგავს,
გამოიცანით! .....
59. ყურძენს მზეზე მაწყობენ,
არ შემფერის ვიშვიში,
რადგან მალე ვიქნები,
ტკბილზე ტკბილი .....
61. უწყინარი ცხოველია
და არ უთხრათ სიტყვა ძვირი,
ყველას ტვირთს, რომ ეზიდება,
მიტომ ხომ არ ჰქვია .....
63. აღმართ-აღმართ დავატარებთ,
როცა ფიფქი ცვივა ციდან,
დაღმართებში არხეინად
დაგვაქროლებს. რაა? .....
65. ერთობ ზანტი არსებაა,
თუმც კი ზურგით დააქვს ბინა,
წვიმის მერე ნახავ ბაღში,
ეწოდება .....
67. ტყეში ხეს კოდავს,
ჰოდა მას
მიტომ ვეძახით
.....
69. ანაშალი,
დანაშალი
ახვევია დედას
.....
71. ასეთი გვაქვს
შინ ათასი,
სასმისია
ჰქვია .....
73. საქმეს არა
უქნა რა
მიტომ ჰქვია
.....
75. დასხდნენ
ბუხრის წინ დები,
რომ მოქსოვონ
.....
77. მჭადის ბუდეს ანაკეცი,
ფარფლები აქვს
რაა? .....
79. კუზიანია, უყვარს სამკალი,
სახელად ჰქვია იმას .....
81. დატრიალდა ბორბალი,
გამომიფქვა .....
83. ჩვენ გვეგონა, ბრიალა
წაიკიდა ტყემ ალი,
თურმე ალი კი არა,
მწიფდებოდა .....
|
Sunday, December 4, 2016
საბავშვო გამოცანები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment