რა როლს ასრულებს ,,ხელოვნება” საზოგადოებაში?

ჩემი აზრით ხელოვნება ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ყველას სხვადასხვაგვარად ესმის სიტყვა ,,ხელოვნება”. ზოგი ცდილობს თანამედროვეობას აყვეს, ზოგი კი ანტიკურ ხანას აღმერთებს. ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება . ჩემი აზრით ხელოვნების წარმოშობა სწორედაც რომ მეოცნებენის ფენომენია და ისინი ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას. ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის ინტელექტს ამაღლებს, აძლიერებს, სულიერად ასაზრდოვებს.ხელოვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება ,,ვრცლად” :
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.
ხელოვნების დარგებია :
არქიტექტურა
გრაფიკა
დეკორატიული ხელოვნება
თეატრი
კინოხელოვნება
ლიტერატურა
მუსიკა
სკულპტურა
ფერწერა
ფოტოგრაფია
ქორეოგრაფია
ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო).
მოვუწოდებ ყველას დიდს, პატარას, თუკი თავს ხელოვან ადამიანად თვლით არასოდეს არ დაყაროთ ფარხმალი იბრძოლეთ თქვენთვის, რადგანაც პირველრიგში თქვენი შემოქმედებას თქვენვე უნდა აფასებდეთ და მოგწონდეთ. რადგან ცხოვრება არც ისე მარტივი და ადვილია იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, დაიცავით ისინი. ვინ იცის ვის როგორი ბედნიერი დღე გაუთენდება და მწვერვალზე ავა, ხოლო მწვერვალზე ასასვლელი ნაბიჯები ძალიან ფრთხილად უნდა ავიაროთ და მწვერვალზე ასულს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ რამ ,,თუ ვინ ვიყავით მანამდე”. )))
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

ხელოვნების დარგებია :











ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო).
მოვუწოდებ ყველას დიდს, პატარას, თუკი თავს ხელოვან ადამიანად თვლით არასოდეს არ დაყაროთ ფარხმალი იბრძოლეთ თქვენთვის, რადგანაც პირველრიგში თქვენი შემოქმედებას თქვენვე უნდა აფასებდეთ და მოგწონდეთ. რადგან ცხოვრება არც ისე მარტივი და ადვილია იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, დაიცავით ისინი. ვინ იცის ვის როგორი ბედნიერი დღე გაუთენდება და მწვერვალზე ავა, ხოლო მწვერვალზე ასასვლელი ნაბიჯები ძალიან ფრთხილად უნდა ავიაროთ და მწვერვალზე ასულს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ რამ ,,თუ ვინ ვიყავით მანამდე”. )))
No comments:
Post a Comment