Thursday, November 17, 2016

ევროპა (იუპიტერი II) — პლანეტა იუპიტერთან მეექვსე ყველაზე ახლოს მდებარე თანამგზავრი (მთვარე) და ყველაზე პატარა 4 გალილეისეული მთვარიდან, მაგრამ ის სიდიდით მეექვსე თანამგზავრია მზის სისტემაში. ევროპა 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა[12] და შესაძლებელია, მისგან დამოუკიდებლად, ზიმონ მარიუსმაც იმავე დროს. ევროპის პროგრესულად უკეთესი შესწავლა საუკუნეების მანძილზე დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით ხდებოდა, ხოლო შემდეგ კოსმოსური მისიებით, რომლებიც 1970-იან წლებში ხორციელდებოდა.
ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირეა. ის ძირითადად სილიკატური ქვისაგან შედგება და დიდი ალბათობით, მას რკინის ბირთვი აქვს. მას გათხელებული ატმოსფეროაქვს, რომელიც უმეტესად ჟანგბადისაგან შედგება. მისი ზედაპირი წყლის ყინულისაგან შედგება და მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გლუვია.[13] ეს ზედაპირი „დაკაწრულია“ ნაპრალებითა და ზოლებით, ხოლო კრატერები შედარებით იშვიათია. ზედაპირის ასეთმა აშკარა ახალგაზრდობამ და სიგლუვემ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შესაძლებელია არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს.[14] ამ ჰიპოთეზის თანახმად, იუპიტერის გრავიტაციის მიერ ევროპის გაწელვის შედეგად მიღებული სითბო ხელს უწყობს ოკეანეს, რომ იყოს თხევადი და წარმართავს ისეთივე გეოლოგიურ აქტივობებს, როგორიცაა დედამიწაზე ფილების ტექტონიკა.[15] 2014 წლის 8 სექტემბერს ნასამ განაცხადა, რომ მათ იპოვეს მტკიცებულება, რომლითაც ადრე გაკეთებული განცხადება ევროპის სქელი ყინულის გარსის ქვეშ ფილების ტექტონიკის შესახებ დაამტკიცეს — ასეთი გეოლოგიური აქტივობის პირველი ნიშანი დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე (ამ შემთხვევაში თანამგზავრზე).[16]
Europa-moon.jpg